|
2016-12-26 14:14:12, 953 ნახვა
საზოგადოება
თბილისში 400 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ თბილისში, დადიანის #7-ში, ახალაშენებულ კორპუსებში 400 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა. როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, ერთი კვირის წინ 400 დევნილ ოჯახზე განაწილდა ბინები. „400 დევნილ ოჯახზე ბინები ერთი კვირის წინ გავანაწილეთ. 400 ოჯახიდან 200 არის თბილისის ზღვაზე, ხოლო მეორე 200 ოჯახი არის ცენტრში, ვაგზალზე. თვითთონ კონკრეტულად სად ვის შეხვდებოდა, ეს თვითონ გადაწყვიტეს. კენჭისყრა იყო, სადაც ზოგს თბილისის ზღვაზე შეხვდებოდა,ზოგს აქ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პირველი სართული იყო განკუთვნილი, ადაპტირებული შესასვლელი არსებობს. ეს 200 ოჯახი დღეს იზეიმებს ახალმოსახლეობას, მათ შანსი აქვთ, რომ ახალ წელს შეხვდნენ საკუთარ სახლში“,-განაცხადა სოზარ სუბარმა. ცნობისთვის, დადიანის ქუჩაზე 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღები დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადასცეს. თბილისის ზღვაზე, ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ არსებული 200 ბინის გასაღებს კი დევნილი ოჯახები 2017 წლის იანვარში მიიღებენ. დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 148 ერთოთახიანი, 27-ოროთახიანი და 25 ბინა კი სამოთახიანია. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე. თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ. სულ ჯამში თბილისში უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული. 2012 წლიდან დღემდე თბილისში საცხოვრებელი ფართით 1800-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)