12:55 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-25 15:02:18, 1005 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 39-ე წლისთავს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უწმინდესს და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 39-ე წლისთავს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ აღსაყდრებიდან 39 წლისთავს.

ჩვენ ქვეყანას წილად ხვდა ბედნიერება, თავისუფლებისაკენ სვლის ურთულესი ისტორიული მონაკვეთი თქვენი სულიერი წინამძღოლობით გაევლო. შინაგანი სრულქმნისა თუ ქვეყნის განვითარების გზაზე უზენაესი ფასეულობებისადმი ერთგულების, თანამოძმეთა სიყვარულისა და თავდადებული მსახურების გამო მისაბაძ მაგალითს წარმოადგენთ არა მხოლოდ მრევლის, არამედ ყველა ჩვენი მოქალაქისათვის.

გისურვებთ დღეგრძელობასა და უშრეტ ენერგიას ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“,-ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics