|
2016-12-21 18:08:57, 1210 ნახვა
საზოგადოება
„ვენდი“ საახალწლო წარმოდგენაზე პირველად სოციალურად დაუცველ ბავშვებს მასპინძლობს
„ვენდი“ საახალწლო წარმოდგენაზე პირველად არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვიშის საათის“ ბენეფიციარ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მასპინძლობს. 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ ამერიკული რესტორანი 21 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით და 2 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით, დღეში 2 სეანსი საახალწლო წარმოდგენებს ყველა მსურველისთვისაც გამართავს. სადღესასწაულო განწყობას ბავშვებს ყველასათვის საყვარელი ანიმატორი „ვენდი“, საახალწლო გმირები - ელზა, ელფი და სანტა შეუქმნან. წინასაახალწლოდ „ვენდიში“ სტუმრად მოსულ ბავშვებს 2 საათიანი ჯადოსნური წარმოდგენა და განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. უამრავი თამაში და საახალწლო აქტივობა, სანტა კლაუსი უამრავი საჩუქრით, სპეციალური საახალწლო საბავშვო მენიუ 2 ჯერ მეტი „ვენდის“ მონეტით ბავშვებს დაუვიწყარ დღესასწაულს აჩუქებს. “ვენდის“ საახალწლო წვეულებების პარტნიორები არიან გამომცემლობა “პალიტრა L” და „როშენი“. საახალწლო წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთების შეძენა „ვენდის“ დაბადების დღის ცენტრებში, ფილარმონიის სალაროებსა და ვებ საიტ www.TKT.ge-ზეა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 25 ლარია. „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.
SpaceX-ის, Apple-ისა და Nvidia-ს ხელმძღვანელები ტრამპსა და სი ძინპინს ვახშამზე შეუერთდნენ
პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)