01:28 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 09:56:50, 2115 ნახვა

სამართალი
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებზე გაასაღეს ყალბი 16 700 აშშ დოლარი. ჩატარებული გამოძიების შედეგად, ამოღებულია ყალბი აშშ დოლარის კუპიურები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დიზელის დეფიციტის გამო საწვავის კრიზისი დაიწყო
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics