|
2015-01-12 12:11:27, 2572 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე მარგიშვილი: თბილისში არსებული უძრავი ქონების გასხვისების წესი მარტივდება
თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით უძრავი ქონების გასხვისების ახალი წესი დამტკიცდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ცვლილების თანახმად, აუქციონი ერთი დღის ნაცვლად რამდენიმე დღე გაგრძელდება, დაინტერესებულ პირს კი, ვაჭრობა აუქციონის ვადის ამოწურვამდე შეუძლია. უძრავი ქონების საწყის საპრივატიზებო ფასს კი, დამოუკიდებელი აუდიტის მიერ დადგენილი ფასის მიხედვით საკრებულო დაამტკიცებს. „თბილისის მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილებით უძრავი ქონების ახალი წესი დამტკიცდა. საუბარია თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულ მიწებზე. გასხვისების წესი გამარტივდა, გახდა უფრო დემოკრატიული და ნებისმიერ მსურველს საშუალება ეძლევა აუქციონში მონაწილეობა მიიღოს. ცვლილების მიხედვით აქამდე თუ აუქციონი ერთ დღიანი იყო, ამიერიდან ის რამდენიმე დღეს გასტანს. დაინტერესებულ პირს შეეძლება, ვაჭრობა აუქციონის გამოცხადების პირველივე დღეს დაიწყოს და აუქციონის ვადის ამოწურვამდე ივაჭროს. აუქციონზე საკუთრების უფლების ფორმით გასასხვისებლად დღეს 12:00 საათზე 58 ერთეული ლოტია გამოტანილი და ამ პროცედურებს ჩვენ 2 კვირის განმავლობაში გავატარებთ“, – აღნიშნა მარგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)