|
2016-12-16 17:00:20, 1025 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები 22,3 მლნ ლარით შემცირდება
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები მკვეთრად შემცირდება და 22,3 მლნ ლარი იქნება., - ამის შესახებ დავით ნარმანიამ საკრებულოში, ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის წარდგენისას განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, 2016 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 13%-ით მცირდება შრომის ანაზღაურება. დავით ნარმანიას განცხადებით, საუბარია საკმაოდ მოცულობით თანხებზე და ოპონენტების კრიტიკა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში სრულიად უსაფუძვლოა. „ტენდენციურად, 2017 წელს ჩვენ კვლავ ვამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯებს და ეს იქნება მკვეთრი შემცირება - 22,3 მლნ ლარი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2016 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში მკვეთრად - 13, 1 მლნ ლარით, ანუ 13%-ით მცირდება შრომის ანაზღაურება და საპრემიო ფონდი, საქონელი და მომსახურება კი 9,2 მლნ ლარით. დამეთანხმებით, რომ საუბარია საკმაოდ მოცულობით თანხებზე. ასე რომ, ოპონენტების ვნებათაღელვა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, მინდა გითხრათ, რომ სრულიად უსაფუძვლოა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 801 302,0 ათასი ლარით განისაზღვრა და პირვანდელ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 1 031,5 ათასი ლარით. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტებად განისაზღვრა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება, საგზაო ინფრასტრუქტურა, გამწვანება და განათლება, ასევე, ქალაქის ისტორიული ნაწილი რეაბილიტაცია.
CNN: დიმიტრიევმა ნიუ-იორკში ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებები გამართა
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
კობახიძე - - მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს
ლარსზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა უსაფრთხოების განგაშის გამო დროებით შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)