|
2016-12-16 15:43:56, 2132 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ახლადშემოსული საერთაშორისო კომპანია „არვატო“ 500-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი გერმანული კომპანია ,, Arvato“ - ს თბილისის ოფისის ოფიციალური გახსნის პრეზენტაციას დაესწრო. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა დ მადგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, „არვატო“ წამყვანი საერთაშორისო სერვის-პროვაიდერი კომპანიაა. ბიზნესკლიენტებს 40-მდე ქვეყანაში „არვატოს“ 70 000-ზე მეტი თანამშრომელი უწევს კონსულტაციას ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც მოიცავს ინტეგრირებული მომსახურების სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ბიზნესპროცესებს. ეს სფეროებია ციფრული მარკეტინგი, CRM, SCM და IT გადაწყვეტილებები. „არვატო“ Bertelsmann SE & Co. KGaA-ს შვილობილი კომპანიაა. უცხოელი ინვესტორების განცხადებით, საქართველო არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა ბიზნესის დანერგვის და განვითარებისთვის. მათი ინფორმაციით, სწორედ ამან განაპირობა, 2 წლიანი კვლევის შემდეგ კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა. ,,ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით. თქვენი ქვეყანა ავირჩიეთ, რადგან მას კარგი საინვესტიციო პირობები აქვს. ჩვენთვის საქართველო სამაგალითოა, თუ როგორ შეგიძლია განავითარო ინვესტიცია. სანამ თქვენს ქვეყანაში ჩამოვიდოდით, ბევრი პირობები გავაანალიზეთ და ვიმსჯელეთ, ჩავატარეთ კვლევა და ვიმუშავეთ საინვესტიციო ჯგუფებთან, გერმანიის ბიზნესის ასოციაციასთან ერთად განვიხილეთ არსებული მარკეტინგი. აქ, საინვესტიციოდ ნამდვილად პოზიტიური გარემოა. მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ მნიშვნელოვანია ანტიკორუფციული გარემო, რაც ნამდვილად სახარბიელოა. გარდა ამისა, ბიზნესის დაწყების პროცედურა თქვენთან საკმაოდ მარტივია. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მოვედით მაინცდამაინც თქვენს ქვეყანაში არის ის, რომ აქ არაჩვეულებრივი ადამიანური რესურსებია. ყურადღებას ვამახვილებთ ენობრივ უნარ-ჩვევებზე, როგორიცაა გერმანული, ინგლისური და რუსული. ამ თვალსაზრისით კი შესანიშნავი ბაზა გაქვთ, რაც ბევრი ადამიანის დასაქმების საშუალებას გვაძლევს.“ - განაცხადა ,, Arvato“ -ს კლიენტებთან მომსახურების სამსახურის დირექტორმა მათიას მულანმა. კომპანიამ ამ ეტაპზე 130 კვალიფიციური ადამიანის დასაქმება შეძლო და 3 მილიონამდე ინვესტიცია ჩაიდო. თუმცა, როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ისინი დამსაქმებელთა რაოდენობის გაზრდას 500 - მე აპირებენ. ,,კომპანია ,,Arvato“ - მ, 2 წლიანი წინასწარი კვლევების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოფისი საქართველოში გაეხსნა და საქმიანობა აქ გაეგრძელებინა. სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ჩვენი მთავარი მიზანია დავაინტერესოთ ახალი ბიზნესი, მოვიდნენ და მოემსახურონ ევროპულ ბაზრებს საქართველოდან. გადაწყვეტილება, რომ მათ ინტერესის საგანი ყოფილიყო საქართველო, განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით: ეს არის ბიზნესის ხელშეწყობა, მათ შორის კვალიფიციური მუშახელის არსებობა და რაც მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული სტაბილური და პერსპექტიული გარემოთი“ - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა. ღონისძიებაზე ასევე თბილისის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდა. (NS)
მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



