|
2016-12-16 12:06:48, 2073 ნახვა
სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე 5 პირი ამხილა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამხილეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე როვშან მამედოვი,გამგებლის მრჩეველი მიწის საკითხებში ნოდარ ბულისკირია( რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს ეკონომიკური განვითარების, ქონების, გარემოს დაცვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობას იკავებდა), გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკურ საკითხთა და ქონების მართვის კომისიის ყოფილი თავჯდომარე ვალერიან ივანიაშვილი,ამავე საკრებულოს ყოფილი წევრი ბაკურ ბადრიძე და ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა დაგაწვევის სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი ეკატერინე აფციაური. „გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის 2013 წლის 5 ივნისის ბრძანებით დაინიშნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისის წევრებად. მათ 2014 წელს, ამ კომისიაში შესული მოქალაქეების განცხადებების განხილვისას არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და დაუდევარი დამოკიდებულების გამო სათანადოდ არ გამოიკვლიეს განცხადებებზე თანდართული დოკუმენტები, დაარღვიეს კანონი, რის შედეგადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუღანლოში, კრწანისში, მარტყოფსა და ნორიოში 7 მოქალაქეს უკანონოდ დაურეგისტრირეს 1,5 ჰექტარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები,რითაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები დაირღვა. გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით)“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
მაკრონმა საფრანგეთის ინფრასტრუქტურის დრონებით თავდასხმებისთვის მზადყოფნის ბრძანება გასცა
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი რეჟისორი ზვიაგინცევი „უცხოელი აგენტად“ გამოაცხადა
კრემლმა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიასთან მოლაპარაკებები დაიწყო გერმანიაში გაზის მიწოდების აღდგენის თაობაზე
საქართველოს საგარეო ვალი ერთ თვეში 52 მილიონი დოლარით გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)