|
2016-12-13 10:54:22, 2132 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორის, თამაზ კაპანაძის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახურის პასუხი ბიზნესმენთა ფედერაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ჩხარტიშვილის მიერ, ყურადღების გადატანის მცდელობას წარმოადგენს. „9 დეკემბერს გავრცელდა ვანო ჩხარტიშვილის პრესსამსახურის პასუხი ბიზნესმენთა ფედერაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც ფედერაცია, ვანო ჩხარტიშვილისგან, კუთვნილი შენობის დაბრუნებას მოითხოვს. გავრცელებული განცხადება წარმოადგენს, ვანო ჩხარტიშვილის მიერ, ყურადღების გადატანის მცდელობას, რამდენიმე მილიონიანი შენობის სრულად დაპატრონების ფაქტიდან, ბიზნეს ფედერაციასთან დადებული ხელშეკრულების პირობების იგნორირებით. საინტერესოა, რომ ვანო ჩხარტიშვილი სულ აპელირებს მის მიმართ ვითომდა რეპრესიებზე, სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, თუმცა როგორც მის წინააღმდეგ პატარკაციშვილების ოჯახის სარჩელის საფუძველზე ინგლისის სასამართლოში გაირკვა, ქონების დიდი ნაწილი ჩხარტიშვილმა სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში მოიპოვა. მეორე საკითხია ამ ქონების მოპოვების კანონიერება, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა ზემოთხსენებული სასამართლო დავა. რაც შეეხება რეპრესიებს, ის სწორედ ბიზნეს ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს თამაზ კაპანაძეს შეეხო, რომელსაც ვანო ჩხარტიშვილისაგან განსხვავებით ამის გამო არასოდეს უთქვამს უარი მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. კვლავ გვსურს საჯაროდ მოვუწოდოთ ვანო ჩხარტიშვილს ნებაყოფლობით დაუბრუნოს ბიზნეს ფედერაციას მის მიერ მითვისებული შენობა და შეწყვიტოს ფედერაციისა და შესაბამისად მისი დამფუძნებელი 51 კომპანიისა და ფიზიკური პირის საკუთრების უფლებების უხეში დარღვევა. ბიზნეს ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი მზად არის საჯარო დებატებისათვის, ვანო ჩხარტიშვილთან, ზემოთაღნიშნულ საკითხზე ღია ეთერში ნებისმიერ ტელეარხზე, რათა საზოგადოებას მიეცეს საშუალება ჰქონდეს სრული წარმოდგენა თუ რა აღმაშფოთებელ ფაქტთან გვაქვს საქმე“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)