14:04 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 15:14:29, 2718 ნახვა

მსოფლიო
ბულგარეთში, მატარებლის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი დაშავდა

ბულგარეთში, სატვირთო მატარებლის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 20-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, დაშავებულები ადგილობრივ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.

ბოლო ინფორმაციით, სარკინიგზო კატასტროფა სოფელ ჰიტრინოში მოხდა, სადაც სულ მცირე 20 შენობა დაინგრა. 

მედიის ცნობით, აფეთქების შემდეგ სოფელ ჰიტრინოში ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მოსახლეობის ავაკუაცია გახდა საჭირო. ადგილზე 150-მდე მაშველია მობილიზებული.

ამასთან, სამართალდამცველები აფეთქების მიზეზებს არკვევენ. ინციდენტის ადგილას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი და ტრანსპორტის მინისტრი ივალიო მოსკოვსკი აპირებენ.

ცნობისთვის, სოფელი ჰიტრინო, სადაც 800-მდე ადამიანი ცხოვრობს, შავი ზღვიდან 60 კილომეტრში მდებარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი- STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics