|
2016-12-08 13:03:35, 1629 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძემ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს DCFTA-ს ფარგლებში აღებული ვალდებულები გააცნო
„პროფესიული კვალიფიკაციები მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის საქართველოში“ - ამ სახელწოდების სემინარი EU4Business ინიციატივის ფარგლებში დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა. სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა მიმართეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“(DCFTA)-ეფექტიანი განხორციელებისათვის საჭირო ადამიანური რესურსების მომზადება იყო. სემინარზე ასევე განიხილეს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების შორის, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის პერსპექტივები. მისმა მონაწილეებმა ერთმანეთს არსებული გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს. სემინარს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული ადამიანები ესწრებოდნენ. აღნიშნული პირები ჩართულნი არიან საქართველოში ასოცირების შეთანხმება/DCFTA-ს განხორციელებასთან დაკავშირებული სექტორული კვალიფიკაციების/პროფესიული უნარების განვითარების პროცესში. „დღევანდელ ღონისძიებაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე“( DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ. ასევე ვისაუბრეთ გარდამავალი პერიოდისა და რეფორმების შესახებ, რომლებიც დაგეგმილია დაახლოების პროცესში. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეებს ჰქონდეთ ინფორმაცია სექტორების მიხედვით, თუ რა რეფორმებია დაგეგმილი, როგორ უნდა მოხდეს კერძო სექტორის ჩართულობა, საწარმოების ტექნიკური გადაიარაღება და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება ამ პროცესში. დღევანდელი ღონისძიების მიზანია, გადამზადდნენ კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები, ამაღლდეს მათი კვალიფიციური და პროფესიული უნარები, რაც პროდუქტიულობის გაზრდის წინაპირობაა. შესაბამისად, გაიზრდება გამოშვებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა და მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მეტი პერსპექტივებიც გაუჩნდებათ“, - განაცხადა მედიასთან საუბრისას გენადი არველაძემ. სემინარის ორგანიზატორია ევროკავშირის პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“, რომელსაც GIZ-ის პროგრამა „კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“ ახორციელებს.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)