|
2016-12-07 18:11:47, 992 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, კონფერენციის გამართვის ერთ-ერთი ინიციატორია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უწყება უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 9 დეკემბერს, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, კონფერენციის გამართვის ერთ-ერთი ინიციატორია. მათივე ინფორმაციით, უწყების მიერ მსგავსი კონფერენცია დაგეგმილი არ არის და მისი გამავრცელებლები საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. "საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 9 დეკემბერს, სხვადასხვა უწყებებთან ერთად, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, კონფერენციის გამართვის ერთ-ერთი ინიციატორია. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კონფერენციაზე მოხდება მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილის, კერძოდ, პროფესიული განათლების საკითხებზე მსჯელობა და მასში მონაწილეობას მიიღებს არა მხოლოდ პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ მთავრობისა და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები. სამინისტრო განმარტავს, რომ უწყების მიერ მსგავსი კონფერენცია დაგეგმილი არ არის და მისი გამავრცელებლები, სავარაუდოდ, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო უწყების სახელით გავრცელებული არასწორი ინფორმაცია დანაშაულებრივი ქმედებაა, სამინისტრო მიიღებს ზომებს და მომხდარის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენებს შესაბამის უწყებებს", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)