13:33 - 30 Oct, 2026
|
2016-12-06 17:30:24, 1419 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე "ჩელე არენაზე" საფეხბურთო მატჩს დაესწრო
დღეს ქობულეთის რევაზ ჩელებაძის სახელობის „ჩელე არენაზე" საფეხბურთო კლუბები ქობულეთის ,,შუქურა" და ბოლნისის ,,სიონი" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საფეხბურთო მატჩს მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაზე, ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაესწრნენ. გუნდებს შორის ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი მატჩი ბოლნისის სიონის გამარჯვებით, 4:3 დასრულდა. დღეს ქობულეთში გამართული საპასუხო მატჩი ანგარიშით 2:0 ,,შუქურას" გამარჯვებით დასრულდა. ცნობისთვის, ამ მოგებით გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)