|
2016-12-05 19:52:59, 1318 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ის თვითმმართველობის წევრი: იმედი მაქვს, „აუდიტორია 115“ მე-6 კორპუსს დატოვებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრის ბახვა კვირიკაშვილის შეფასებით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც მათ და აუდიტორია 115-მა პოზიციები უკვე ფართო რეჟიმში დააფიქსირეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე საუაბრი ნაადრევია. ამასთან, კვირიკაშვილის თქმით, მზად არიან, 12 კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც მათ კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა გადასცა, აუდიტორია115-თან და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად იმუშაონ. ბახვა კვირიკაშვილს იმედი აქვს, აუდიტორია 115 თსუ-ს მე-6 კორპუსს დატოვებს: „დღეს შეხვედრიდან გამოსულ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია თქვას, რომ ჩემი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ეს იყო ჩვეულებრივი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც უკვე ფართო რეჟიმში ჩვენც დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და აუდიტორია 115-მაც. არავინ თანხმდება იმაზე, რომ თვითმმართველობა უნდა გაუქმდეს. დღეს და ზოგადადაც ამ საკითხზე გამარჯვებული უნდა იყოს უნივერსიტეტი და სტუდენტობა. ნუ მიიწერს ნურც ერთი ადამიანი საკუთარ გამარჯვებად დღეს რომ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე იჯდა და მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ინტერპრეტაციებს მოვეშვათ და რაც ხდება ხოლმე შეხვედრაზე, ის გავაჟღეროთ. ამის შემდეგ საზოგადოება შეაფასებს სწორად. იმედი მაქვს, აუდიტორია 115 დატოვებს მე-6 კორპუსს და პრიორიტეტი თუ განათლებასა და მეცნირებას ენიჭება, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, მიიღონ ეს განათლება მე-6 კორპუსში. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ 12 კითხვას, რომელიც არსებობს, გავცემთ პასუხს და იშვიათი ანალოგი იქნება სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში, სადაც რაიმე კუთხით განსხვავებული ვარიანტი იქნება ჩვენი ქვეყნისგან, მაგრამ ვცადოთ, მოვიკვლიოთ, ანალიზი გავაკეთოთ და შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც საუკეთესო იქნება სტუდენტებისთვის. ჩვენ მზად ვართ ერთობლივი მუშაობისთვის და არა მარტო აუდიტორია 115-თან. ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტთან შეგვიძლია ვითანამშრომლოთ“,-განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.
შსს: რუსთავში ჩხუბისას კაცი წაიქცა, დაზიანება მიიღო, გარდაიცვალა - დაკავებულია 5 პირი
Freedom House: აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა პატიმრების გათავისუფლების გარეშე არ მოხდება
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)