23:21 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-03 11:37:15, 2331 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საგადასახადო ცვლილებებზე, რომელთა განხორციელებაც 2017 წლიდან იგეგმება.

აღინიშნა, რომ მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და დასახული შედეგების მიღწევის მიზნით მნიშვნელოვანია არსებული ფისკალური რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის, დამატებითი შემოსავლების მიღება, როგორიცაა ცალკეულ პროდუქციაზე, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდა.

ითქვა, რომ თამბაქოს ნაწარმი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი საიმპორტო ჯგუფია. მისი იმპორტი ყოველწლიურად 100 მლნ დოლარზე მეტი ვალუტის გადინებას იწვევს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა გამოკვლევების მონაცემებით, დღეისთვის თამბაქოს ნაწარმის მომხმარებელია ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40%.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მოსაზრება საგადასახადო ცვლილებების განხორციელების შემდეგ აღნიშნულ სექტორში მოსალოდნელი შედეგების შესახებ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics