21:04 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 16:29:20, 1887 ნახვა

ეკონომიკა
სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი იზრდება

 სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„სათამაშო ბიზნესში მოსაკრებელი იზრდება. დაგეგმილი ცვლილებების განხორციელება უზრუნველყოფს ბიუჯეტში დამატებითი რესურსის მობილიზებას, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ახალი აავტომაგისტრალების მშენებლობას, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროექტების გაგრძელებას მოხმარდება. დაგეგმილი ცვლილებები გაზიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ და მათი განხორციელების შემდეგ ჩვენ საერთაშორისო ფონდებიდან ქვეყანაში დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა გვიჩნდება. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაში, თუმცა ლარის სტაბილურობის მიმართულებით სხვა ნაბიჯების გადადგმასაც ვგეგმავთ“,- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics