|
2016-11-26 12:28:32, 1364 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
ჯეჯელავა თსუ-ზე: უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს კრიზის არ დავარქმევდი
განათლების მინისტრობის კანდიდატის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სტუდენტების ერთი ჯგუფი ცდილობს, გამოხატოს რადიკალური ფორმებით თავისი დამოკიდებულება. როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ის რაც თსუ-ში ხდება, კრიზისს ვერ დაარქმევს. "ერთი ჯგუფი სტუდენტების გამოხატავს რადიკალური ფორმებით თავის დამოკიდებულებას. ამიტომ „აუდიტორია 115“ არ დავარქმევდი მათ. ინტენსიური ურთიერთობა მქონდა თავის დროზე "აუდიტორიასთან" და ძალიან ბევრი, ვინც ჩართული იყო ამ ჯგუფში, ახლა დამოუკიდებლად არის, არ ეთანხმება ამ ექსტრემალურ ძალოვან ნაბიჯებს. მინდა ვთქვა, რომ ამ ხალხისთვის ყველა კარი ღიაა. ძალიან ნეგატიურად მომხვდა ყურში, აპელირება იმის, რომ პრემიერ-მინისტრმა არ შეასრულა დაპირება”, - განაცხადა ჯეჯელავამ. ჯეჯელავას თქმით, ყველა პუნქტი, რომლის შესრულებასაც პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს დაპირდა, მოგვარდა ან მოგვარების პროცესშია. “ამ ხალხს ეძახიან სამუშაო მაგიდასთან. მათ უნდოდათ, რომ 45-ე მუხლი შეცვლილიყო, მერე 43-ე მუხლიც შეცვალეს. დღესაც განათლებისა და მეცნიერების ახლად ჩამოყალიბებული კომიტეტი, ჩვენ სამინისტრო, თსუ-ს ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობა, ყველა ეუბნება მათ, რომ ნუ შეუშლით სასწავლო პროცესს ხელს. სტუდენტების ამ ჯგუფს ვეუბნებით, შემოგვიერთდით, ვიმუშაოთ. თუმცა, გუშინ რა მოთხოვნებიც ქონდათ, იყო ახალი და ეს მე მაწუხებს და მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხალხი დაინტერესებულია, გზადაგზა შეცვალონ მოთხოვნები, რათა არ დასრულდეს პროცესი”, -განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)