|
2016-11-25 16:07:16, 1555 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბოკერია კვირიკაშვილს: არც დაინტერესებულხართ „რუსთავი 2“-ის საქმით?! იქნებ გული გაგისკდეთ რომ ჩაიხედოთ?!
„ბატონო გიორგი, მომესმა თუ თქვენ თქვით, რომ "საქმეს კარგად არ ვიცნობ და "რუსთავი 2"-ის საქმეში არ ჩამიხედია", კითხვა მაქვს, რატომ არ იცნობთ?!“, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიგა ბოკერიამ, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კვირიკაშვილს "რუსთავი 2"-თან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მთელი მსოფლიო, საქართველოს მთავარი პარტნიორები გიორგი კვირიკაშვილს ამ საკითხზე საჯაროდ და კერძოდ ესაუბრებიან, თუმცა უცნაურია, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამ საქმით არ ინტერესდება. "თქვენ არც დაინტერესებულხართ საქმეში რა არის?! იქნებ გული გაგისკდეთ, რომ ჩაიხედოთ?! თქვენ იცით სავაჭრო პალატის განცხადება, იდენტურ პრობლემაზე? დავებზე, ე.წ ამორალურ გარიგებებზე, თუ უზნეო გარიგებებზე, არ ვიცი რა დავარქვა ამ აბსურდს, რაც ურთმელიძემ დაამკვირდა. არ დაინტერესდით და არ ჩაგიხედიათ, არ გაინტერესებთ იქნებ საშინელება ხდება, იქნებ მოსამართლეებს დედებს უჭერენ, რომ რაც უნდათ ის გააკეთონ. მარტო ამ შემთხვევაში კი არა, მთელ რიგ შემთხვევებში. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები გამოდიან და ამბობენ, რომ პირადი ცხოვრების ჩანაწერებს უგზავნიან მათ დაშინების მიზნით. ასეთი პოლიტიკურად საოცარი განცხადება თქვენგან, რომ არ დაინტერესებულხართ ამ საქმით; ჩვენ პოლიტიკურად უტიფრად გვეუბნებით, რომ აქ ყველაფერი წესრიგშია", - მიმართა ბოკერიამ კვირიკაშვილს. ინტერაქტივის დროს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატსა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატ გიგა ბოკერიას კორექტულობისკენ მოუწოდა, რაზეც ბოკერიამ უპასუხა: "მე პიროვნულ თვისებებს კი არ ვეხები, ეს არის პოლიტიკურად უტიფარი განცხადება. როდესაც პრემიერ მინისტრობის კანდიდატი გვეუბნება უმნიშვნელოვანეს საქმეზე, რომ აქ ყველაფერი წესრიგშია. ჩემი ხელისუფლება, ჩემი საყვარელი ოლიგარქი, აქ შუაში არ არის და საქმეში არც ჩაუხედია". გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს კიდევ ერთხელ კორექტულობისკენ მოუწოდა.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)