|
2016-11-25 14:33:09, 1407 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი ინაშვილს: ის, რომ თქვენ ბრძანდებით პარლამენტში, ID ბარათის დამსახურებაცაა
საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, ID ბარათი ადამიანის უფლებების დარღვევის არავითარ საფრთხეს არ შეიცავს. როგორც წულუკიანმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე აღნიშნა, იუსტიციის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, თავად ჰქონდა წვდომა ბაზებზე და დარწმუნდა, რომ ადამიანის ინდიდვიდუალური უფლებებისთვის არანაირი საფრთხე ID ბარათში არ არსებობს: „არსებობს რეალობები, მაგრამ არსებობს სტერეოტიპებიც. როდესაც დავინიშნე, მე თვითონაც არ მქონდა ID ბარათი, იმიტომ, რომ მქონდა იგივე კითხვები, ეს ხმამაღლაც ვაღიარე და დღესაც ვიმეორებ, როდესაც ბატონი ვაშაძე აკეთებდა ამ ბარათის კონტრრეკლამას, მე ამას რეკლამას ვერ დავარქმევ, და ამბობდა რომ აიღეთ ID ბარათი, ის უფრო მეტია, ვიდრე ID ბარათი და ამით შეგიძლია ყველაფერი აკეთო ცხოვრებაში იმიტომ, რომ ის ხელისუფლება იყო ის ხელისუფლება, ყველას გაგვიჩნდა აზრი, ხომ არ იმალებოდა ამის უკან რაიმე ადამიანის უფლებების დარღვევის გეგმა, მაგრამ მქონდა რა უშუალო წვდომა ბაზებზე, როცა ჩემს პოზიციაზე დავინიშნე და შემეძლო მეთვითონ შემემოწმებინა, არის თუ არა აქ რაიმე საფრთხე, 2012 წლის ნოემბერში, თუ დეკემებრში ავიღე ეს ბარათი. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, დავიჯერე, რომ ამ ბარათში არანაირი საფრთხე ჩემი ინდივიდუალური უფლებებისთვის და მეც იგივე რელიგიას ვიზიარებ, რომელსაც თქვენ, დავიჯერე რომ ეს ჩემთვის საფრთხის მომტანი არ იყო. ბევრმა ადამიანა დაიჯერა. 2 მილიონ 300 ათასი ადამიანი თვლის, რომ ამაში საფრთხე არ არის. ამას, რა თქმა აუნდა, ხელი შეუწყო უფასო აქციებმა. ჩვენ მილიონზე მეტი ID ბარათი უფასოდ გავეცით. არჩევნებში ყოველთვის არის ყველა ქვეყანაში ხარვეზები, ჩვენი მიზანი არის, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს კიდევ უფრო კარგად ჩატარებული, ვიდრე იმის წინა. ID ბარათი მიბმულია არჩევნებს. ის, რომ თქვენ ბრძანდებით პარლამენტში და ეს ჩვენ გვიხარია, ბევრი რამის გარდა ID ბარათის დამსახურებაცაა. ამან მოგვცა საშუალება, რომ კარუსელები არ ყოფილიყო და ერთ ადამიანს ერთხელ მიეცა ხმა, თუმცა მზად ვარ საუბრისთვის“,-განაცხადა თეა წულუკიანმა. ფრაქციის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა კი აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოში ელექტრონული არჩევნები დაინერგება. მისივე თქმით, სავალდებულო არჩევნების წესის შემოღების შესახებ პროექტს მოამზადებენ.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)