|
2016-11-25 13:18:25, 1215 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი ჯეჯელავას: თქვენი მხრიდან ასეთ სტილში ქართული ზღაპრების რევიზია უხერხული იყო
პარლამენტში მიმიდნარე სხდომაზე ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა განათლების მინისტრობის კანდიდატ ალექსანდრე ჯეჯელავას მიმართა და აღნიშნა, რომ მისი შეფასება ქართულ ზღაპრებსა და კერძოდ "კომბლესთან” დაკავშირებით უხერხულია. როგორც ინაშვილმა აღნიშნა, განათლების მხრივ საქართველოში უმძიმესი ვითარებაა, რაც პარტიის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაშიც ჩანს. "მე არ ვიცი რა არის ნეგატიური ქართულ ზღაპრებში და უხერხული იყო თქვენი მხრიდან ქართული ზღაპრების რევიზია ასეთ სტილში. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ახალ თაობას ვუნერგავდეთ ჩვენი ქართული ზღაპრების სიყვარულს და ჩვენი, თუნდაც ისტორიული პერსონაჟების სიყვარულს, ჩვენ სამწუხაროდ გამოვდივართ და ამ ყველაფერს ვაკნინებთ, რაც ძალიან ცუდია. მაინტერესებს, რას გეგმავთ განათლების სისტემაში, ვინაიდან პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა. ეროვნული ღირებულებები იქნება თუ არა შენარჩუნებული განათლების ქართულ სისტემაში, რა იქნება თქვენი პრიორიტეტი? დღეს არის უმძიმესი ვითარება, ახალი თაობა ვეღარ არკვევს ვინ იყო ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, სკოლის მოსწავლეებს არ სჯერათ, რომ არსებობდა ცოტნე დადიანი. ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და ამან კატასტროფული შედეგები გვაჩვენა. გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა შოთა რუსთაველს საქართველოს მეფედ თვლის. მთავარი მიმართულება უნდა იყოს არა დაცინვა და გაქილიკება, ჩვენი ეროვნული ფასეულობების, არამედ მათი წარმოჩენა", - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)