|
2016-11-25 13:10:37, 1558 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი გიორგაძეს: როცა ციხეში მოხვდებით, ბევრი დრო გექნებათ იფიქროთ, სწორად მოიქეცით, თუ არა
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე, ფრაქციის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე მწვავედ გააკრიტიკა. ინაშვილმა მიხეილ გიორგაძეს პირობა მისცა, რომ საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით, პასუხს აგებინებს: „ვის არ ვუჭერთ ჩვენ მხარს, ეს არის კულტურის მინისტრობის კანდიდატი ბატონი მიხეილ გიორგაძე. მან იცის ჩემი პოზიცია. მთავარი თემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საყდრისთან დაკავშირებული პროცესები და მოვლენებია, მართალია გიორგაძე თვლის, რომ სწორად მოიქცა და შემაშფოთებელია თქვენი განცხადება, რომ არ ნანობთ, რომ ხელი მოაწერეთ მაშინ იმ ბრძანებულებას და დღესაც დაუშვებდით მის აფეთქებას.თქვენი ბრძანებულებით, რომლის თანახმადაც, მოუხსენით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საყდრისს, მეორე დღეს აფეთქდა საყდრისი, დაუშვით ამ ძეგლის განადგურება. არ დაგისვამთ კითხვას-გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმიტომ, რ ომ თქვენი განცხადებებიდან კარგად ჩანს, რომ თქვენ ამ პასუხისმგებლობას არ და ვერ გრძნობთ, ამიტომ ერთადერთი რამის დაპირება შემიძლია ამ სიმაღლიდან, ისე, მერჩივნა ქვედა იარუსზე ვმჯდარიყავი, უფრო თავისუფლად ვისაუბრებდი, გარწმუნებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ აგებთ პასუხს საყდრისის დანგრევის გამო და როცა ციხეში მოხვდებით, ბატონო მიშა, მაშინ ბევრი დრო გექნებათ იფიქროთ, სწორად მოიქეცით, თუ არა, როცა იმ ბრძანებულებას მოაწერეთ ხელი.
დათუნაშვილი - გაზის გაძვირება კატასტროფული გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება თითოეულ ოჯახს ამ ქვეყანაში
მეუფე ვახტანგი სამორინეებზე - როგორმე, პარლამენტში ხელახლა უნდა გავიდეს და დააიგნორონ
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)