|
2016-11-24 14:16:55, 1153 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი "ოცნებას": იმსახურებთ იმას, რაც ახლა დარბაზში ხდება, „ნაციონალური მოძრაობა“ თქვენ გააცოცხლეთ
"ქართული ოცნება" იმსახურებს იმას რაც ახლა დარბაზში ხდება, იმიტომ, რომ ეს ხალხი თქვენ გააცოცხლეთ, - ასე აფასებს "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ირმა ინაშვილი კომიტეტების სხდომაზე, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დასმულ მწვავე კითხვებს და მინისტრობის კანდიდატებს კითხვებით მიმართავს. როგორც ინაშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდი იმსახურებს იმ შეკითხვებს რაც მათი ოპონენტებისგან ისმის, რომლებიც "თვლიან, რომ პოლიტიკური ტერორი ქვეყანაში არ იყო. "ძალიან მაინტერესებს ჟვანია ვინ მოკლა და იყო თუ არა ეს პოლიტიკური ტერორი. ძალიან მაინტერესებს გურამ შარაძე როგორ მოკლეს და კიდევ არაერთი პოლიტიკური ტერორის მაგალითი გინდათ შეგახსენოთ აქ მარცხენა ფლანგზე ბატონებს და ქალბატონებს?! "ქართული ოცნება" ამას იმსახურებთ, იმიტომ, რომ ეს ხალხი თქვენ გააცოცხლეთ. თქვენ შეუწყეთ ხელი ამათ გათეთრებას, ამათ შემოყვანას, ამათ დამკვიდრებას ქართულ პოლიტიკაში, რადგან დღეს პარლამენტში 27 დეპუტატით არ იქნებოდნენ წარმოდგენილი და ეს არის ტრაგედია", - განაცხადა ინაშვილმა. უმცირესობის წევრმაშეკითხვით შს მინისტრობის კანდიდატს გიორგი მღებრიშვილს და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს მიმართა. "ჩემთვის იყო და დღემდე არის აბსოლუტურად აუხსნელი, როგორ მოხდა და რატომ ვერ იმუშავეთ სათანადო სტრუქტურებმა, რომ ინტერპოლს ადეიშვილისთვის ძებნილის სტატუსი არ მოეხსნა? მოვითხოვ ძალიან მკაფიო განმარტებებს. ვიცი, რომ რამდენიმე საქმეშია ბრალდებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იყოს. უნდა აქ ჩამოაბრძანოთ და გაასამართლოთ. ამათ კი არ უნდა ეჟღურტულებოდეთ. მეორე საკითხი ეხება ქართული მიწების დაცვას და კონკრეტულად სასაზღვრო ნაწილში მინდა შეკითხვა მინდა დავუსვა ბ-ნ გიორგი მღებრიშვილს. ისმის არაერთი ინფორმაცია, რომ ქართული მიწები ჰექტარ-ჰექტარ გადადის ხან სომხეთის მხარეს, ხან აზერბაიჯანის მხარეს, ხან თურქეთმა აიღო 6 ჰექტარი. მართალია სახელმწიფო სტრუქტურები ამას არ ადასტურებენ, მაგრამ როდესაც ვიყავი აქტიურ ჟურნალისტიკაში მე თვითონ მოვიარე საქართველო-სომხეთის საზღვარი და შევხვდი ადამიანებს, რომლებმაც მითხრეს, რომ ეს მდიინარე ეს მთა ცოტა ხნის წინ ეკუთნოდა საქართველოს და დღეს არარ ეკუთვნის საქართველოს. კარგი იქნება მოვისმინო არის თუ არა მონიტორინგი ქართულ მიწებზე და კონტროლდება თუ არა ჩვენი საზღვარი და საერთოდ რა ხდება საზღვრის პირა ზოლში?", - აღნიშნა ინაშვილმა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)