|
2016-11-24 12:59:39, 1319 ნახვა
კომენტარი
კახიშვილი: 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულების აშენება იგეგმება
3 639 მსჯავრდებულიდან 203 საშიშროების მაღალი რისკის მქონეა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში, კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. მინისტრობის კანდიდატის თქმით, პრობაციის სამინისტროში პირობების უზრუნველსაყოფად, პატიმრების კლასიფიცირება რისკების მიხედვით მოხდა. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, დღეისთვის რისკები 3 639 მსჯავრდებულს შეუფასდა. ”203 მსჯავრდებული არის საშიშროების მაღალი რისკის მქონე, 3 265 მსჯავრდებული - საშიშროების საშუალო რისკის, 158 მსჯავრდებული - საშიშროების დაბალი რისკის, ხოლო 13 მსჯავრდებული - საშიშროების მომეტებული რისკის მქონეა. ვთვლით, რომ დამთავრდა ის დრო, როდესაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება იყო განკუთვნილი მსჯავრდებულის სრული იზოლაციისთვის. გვაქვს გრანდიოზული გეგმები მომავალთან დაკავშირებით. იწყება უპრეცედენტო პროექტი, 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულების აშენება. ჩვენი აზრით, 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე, არ იქნებოდა სწორი ასეთი პატიმრები, სრულწლოვანი მსჯავრდებულების დაწესებულებაში გადავიყვანოთ. ამიტომაც, ევროკავშირის რეკომენდაციით და დახმარებით შეიქმნება 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის დაწესებულება, სადაც ცალკეული პროგრამები იქნება უზრუნველყოფილი ამ ასაკისთვის, რათა მომავალში საზოგადოებაში სრულად ინტეგრირებულად, მივიღოთ ასეთი ტიპის ადამიანები, სასჯელის მოხდის შემდეგ”, - განაცხადა კახიშვილმა. მისივე ინფორმაციით, დაახლოები 5 დაწესებულებაში პურის საწარმო არის ამოქმედებული. "გარდა ამისა გაკეთებული გვაქვს ონლაინ მაღაზიები სადაც მსჯავდებულების მიერ შექმნილი პროდუქცია იყიდება, ხოლო თანხა, პირდაპირ მათ ანგარიშზე ირიცხება. ქალთა დაწესებულებაში გვაქვს გაკეთებული სამკერვალო და მათ მიერ შეკერილ პროდუქციას ჩვენ ვყიდულობთ. ეს მსჯავრდებულების სტიმულირებისთვის ხდება", - განაცხადა კახა კახიშვილმა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)