16:34 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 23:12:14, 1509 ნახვა

სამართალი
გვარამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ზეწოლის გამო, განსახილველად საქმე დიდ პალატას გადაეცა

მათზე იყო უმძიმესი ზეწოლა. პრაქტიკულად ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება ქვედა ინსტანციაში დაბრუნების შესახებ, თუმცა არსებული ზეწოლიდან გამომდინარე, კომპრომისული ვარიანტზე მოსამართლეები დაითანხმეს და განსახილველად საქმე დიდ პალატას გადაეცა, - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ის დიდ პალატაში საქმის განხილვისათვის სერიოზულ მომზადებას და საქმეში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასა და ზეპირი განხილვის დროს არგუმენტების წარდგენას გეგმავს. მისივე მტკიცებით, დიდ პალატაში საქმის განხილვა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებასა და ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოების სტაბილურობას შეუქმნის პრობლემას, რაც პირველმა ორმა ინსტანციამ დაადგინა, არამედ ამავე დროს ეკონომიკის მდგრადობისათვისაც სახიფათოა.

„დიდ პალატას აქვს ძალიან სერიოზული გამოცდა ჩასაბარებელი, დაანგრევს თუ არა ის სამოქალაქო სტაბილურობას ამ ქვეყანაში, ამ გადაწყვეტილებას ექნება მყისიერი შედეგი, რადგან არ შემოვა ინვესტორი, რადგან იფიქრებს, რომ მან რომ იყიდა ქონება 300 წლის თუ 30 წლის წინანდელმა მესაკუთრემ მოაკითხოს და ჩამოართვას. არსებული დავები კი უბრალოდ წალეკავს სასამართლოს,“ - განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს მიიღო. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics