|
2016-11-22 16:16:36, 958 ნახვა
რეგიონი
ქუთაისის შემოსავლელ გზაზე 27 ნოემბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქუთაისის შემოსავლელი გზის მონაკვეთზე გეგმიური სამუშაოების წარმოება გრძელდება (სადეფორმაციო ნაკერების და სახიდე გადასასვლელებთან კომპესატორების შეკეთების სამუშაოები), 2016 წლის 27 ნოემბრის დილის 08:00 სთ-მდე. როგორც "ექსპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ დრომდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის 216-ე კმ-დან (სოფ. ნახშირღელე) ქუთაისის შემოსავლელ გზაზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. "სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება, არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე (ძველი მიმართულება), ქუთაისის გავლით. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 29 ოქტომბერს (№20/8-2392244) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად",-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)