2016-11-21 17:17:14, 729 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი ჯონ მაკკეინი საქართველოს ეწვევა
დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს, უკრაინასა და ესტონეთს ეწვევიან, - ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
როგორც მედია საშუალება სტატიაში აღნიშნავს, სენატორები საქართველოში, უკრაინასა და ესტონეთში ვიზიტისას დაადასტურებენ აშშ-ის განზრახვას, შეეწინააღმდეგონ რუსეთის აგრესიას.
ცნობისთვის, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.
როგორც Washington Post-ი წერს, იანვრიდან სენატორები ასევე მოსმენების სერიას გამართავენ, რა დროსაც განხილული იქნება მსოფლიოში რუსეთის აგრესია.
აღსანიშნავია, რომ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან ურთიერთობების “გადატვირთვას” შესაძლოა, კონგრესმა შეუშალოს ხელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან