2016-11-21 12:52:04, 768 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე დებულება შეიმუშავა და კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეები აირჩია.
კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას პირველ მოადგილედ ვანო ზარდიაშვილი, მოადგილედ „ქართული ოცნებიდან“ - დავით მათიკაშვილი, და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდა“-ნატო ჩხეიძე აირჩნენ. აღსანიშნავია, რომ მოადგილის თანამდებობაზე კანდიდატურა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ჰყავდა წარდგენილი, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს.
პარლამენტში დღეს კიდევ 12 კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც ასევე დებულებებს შეიმუშავებენ და კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან