|
2016-11-21 12:05:49, 983 ნახვა
რეგიონი
ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა
ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ნაწილობრივ დაზიანებულია ძველი საცხოვრებელი სახლების სახურავები. ხობში, ჭყონდიდიელის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები ასევე დაზიანებულია ფოთში. „სამივე მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიები მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. ქარის გამო ელექტრო ენერგიის შეზღუდვებია წალენჯიხის და მესტიის გარდა ყველა მუნიციპალიტეტში. უფრო მეტად პრობლემურია ზუგდიდის, ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტები, სადაც ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ელექროგადამცემი ხაზები დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ყველა პრობლემურ კერაზე მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)