|
2016-11-21 11:01:53, 711 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა ახალგაზრდული პროგრამები ლაგოდეხშიც დაიწყო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ახალგაზრდული პროგრამები ლაგოდეხშიც დაიწყო. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლებმა ადგილობრივი სკოლების 30 მოსწავლეს ცენტრის საქმიანობა და პროგრამები/პროექტები გააცნეს. შეხვედრა ლაგოდეხის იუსტიციის სახლში გაიმართა. მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობის საშუალებით პრეზენტაციის პროცესში ჩაერთნენ. პირველი ტრენინგი ადამიანის უფლებების შესახებ ჩატარდა. ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია სამართლის ძირითად დარგებზე, ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებზე. მათ შორის იმსჯელეს სიცოცხლის უფლების, რწმენის და რელიგიის თავისუფლების, განათლების უფლების შესახებ. თეორიული მასალის გარდა, მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ გუნდური სავარჯიშოების შესრულებაში, თემატური დოკუმენტური ვიდეორგოლების განხილვაში. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სამართლის ადაპტირებული სახელმძღვანელო - „სამართლის ქალაქი“. ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, ლაგოდეხის ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ სამართლებრივი ლექცია/სემინარები, ტრენინგები არაფორმალური განათლების მიმართულებით; დაესწრონ საჯარო ლექციებს, წიგნის/კინო კლუბის შეხვედრებს, პროფესიული არჩევანის ფარგლებში შეხვდნენ ცნობილ და წარმატებულ ადამიანებს. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები ამჟამად უკვე 19 ქალაქში, იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. ახალგაზრდული პროგრამების მიზანია 14 - დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
(NS)
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)