|
2016-11-18 20:47:40, 792 ნახვა
საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დასაქმების ფორუმი ჩატარდა
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. შშმ პირთა დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელშეწყობის ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში გაიმართა. დასაქმების ფორუმზე სიტყვით წარდგნენ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები. ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმის ჩვენება გაიმართა და წარმოდგენილი იყო პროექტ „შშმ პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება“ შუალედური შედეგები. ამასთან, 2016 წლის საუკეთესო დამსაქმებლებიც დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით. შპს „ჩემი ოფისი“, სწრაფი კვების რესტორანი „McDonald's“, შპს „საქართველოს მელიორაცია“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების 2016 წლის საუკეთესო დამსაქმებლები არიან. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 30-მდე დამსაქმებელი და 100-მდე სამუშაოს მაძიებელი შშმ პირი. დასაქმების ფორუმზე თბილისში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს ვაკანსიები შესთავაზეს და მათ კომპანიაში დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მისცეს. საკმაოდ დიდი იყო დაინტერესება სამუშაოს მაძიებელთა მხრიდან, ინტერვიუები დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის სამუშაო გარემოში წარიმართა. სამუშაოს მაძიებლებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ და პირდაპირი კომუნიკაცია დაემყარებინათ პოტენციურ დამსაქმებელთან. აღსანიშნავია, რომ შშმ პირთა დასაქმების დღევანდელი ფორუმი რიგით მეოთხეა. წინა სამი ფორუმიდან ჯამში სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში დარეგისტრირებული 32 ბენეფიციარი გრძელვადიანად დასაქმდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
(NS)
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)