|
2015-03-21 14:52:06, 973 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს კანადის სავაჭრო მისია ესტუმრა
საქართველოს კანადის სავაჭრო მისია ესტუმრა, რომელსაც სტამბოლში კანადის კონსული და რეგიონის ქვეყნებში კანადის მთავარი სავაჭრო კომისარი, რენე უესილი ხელმძღვანელობდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რენე უესილი საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორს იოსებ ნანობაშვილს შეხვდა. შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და კანადას შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო სფეროებში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ენერგეტიკის, გაზსადენების ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს. ამ მიმართულებით მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ იმუშაონ 2016 წელს კანადის მსხვილი სავაჭრო-საინვესტიციო მისიის საქართველოში ვიზიტის მომზადების საკითხებზე. „ჩვენი საქართველოში ვიზიტის მიზანი არ არის მხოლოდ თქვენი ბაზრის შესწავლა, რომელთანაც კანადური კომპანიები ითანამშრომლებენ, ჩვენი მიზანია ასევე გავაგებინოთ კანადელ ბიზნესმენებს, რომ საქართველო მთლიანად რეგიონისთვისაა უმნიშვნელოვანესი ადგილი, საიდანაც შეიძლება პროდქციის გავრცელება რეგიონის სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია ასევე ის რესურსები რაც საქართველოს ენერგეტიკაში, მათ შორის ეკოლოგიურ ენერგიასა და სოფლის მეურნეობაში გააჩნია. ჩემი მთავარი ამოცანაა უახლოეს მომავალში შევძლო და საქართველოში კიდევ უფრო დიდი კანადური სავაჭრო მისია ჩამოვიყვანო, რომელიც უნდა მიხვდეს რომ რეგიონში ფოკუსირება არა მხოლოდ თურქეთზე არამედ საქართველოზეც გააკეთოს“, - განაცხადა რენე უესილისმა. სავაჭრო მისიის ფარგლებში კანადის დელეგაციაში შედიან ღორის ხორცის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის Canada Pork International, Commtrade International Food Trading Inc., Export Packers Company Limited, Kristom Canada, Ronald A. Chisholm Limited და Seapass Trading Inc. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)