2016-11-18 19:36:09, 772 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული, გავაგრძელებ თუ არა მინისტრის პოსტზე მუშაობას
ჯანდაცვის მინისტრობის შესახებ ჩემთან კონსულტაციები რა თქმა უნდა იყო. თუმცა, მე ვფიქრობ რომ ეტიკეტი უნდა დავიცვათ და ახალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა პრემიერ-მინისტრმა უნდა განაცხადოს, -ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრობის შემსრულებელმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, არც 2012 წელს სურდა მინისტრობა, თუმცა, მისი სურვილები საჭიროებებს არ ემთხვევა.
„ჩემს სურვილზე არ არის დამოკიდებული, გავაგრძელებ თუ არა მინისტრის პოსტზე მუშაობას. მე 2012 -შიც არ მინდოდა. აქ სურვილები არაა მთავარი, მთავარია საჭიროებები.“-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან