|
2016-11-18 18:52:56, 1701 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ნიკა მელია: ირაკლი კობახიძე, რბილად, რომ ვთქვათ „ქართული ოცნების“ დეფექტს წარმოაჩენს
პარლამენტის თავმჯდომარე, განვმეორდები და ვიტყვი, ქართული ოცნების“ რბილად, რომ ვთქვათ „დეფექტს“ წარმოადგენს“,-ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მელიას თქმით, პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს თანამდებობისთვის შესაფერისი გამოცდილება არ აქვს. „წინასაარჩევნო კამპანიაში, ის განსაკუთრებით გამოირჩეოდა ზიზღისა და სიძულვილის ენით. სწორედ ამიტომ ვთქვი და ვამბობ, ნათლად წარმოაჩენს „ქართული ოცნების“ რბილად, რომ ვთქვათ დეფექტს. დიახ, ეს არის ის ადამიანი, რომელიც დღეს თავმჯდომარედ დანიშნეს. მთავარი საკონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ აირჩია ბიძინა ივანიშვილის გუნდმა, რომელსაც უნარიც კი არ შესწევს იყოს შელამაზებისთვის მაინც კონსტრუქციული. პრობლემას ვხედავ იმაში, რომ თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც კი ვინც იცნობს, ბატონ კობახიძეს, მათი არჩევანი რომ ყოფილიყო არ წარადგენდნენ. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი გამოცდილება“,-განაცხადა ნიკა მელიამ.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)