|
2016-11-18 14:53:33, 1360 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირმა ინაშვილი: ჩვენი მთავარი ფუნქციაა ქართველი ხალხის ხმა გავახმოვანოთ
„ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება პარლამენტში, ჩვენი მთავარი ფუნქცია იქნება ვიყოთ ქართველი ხალხის ხმა და გავასაჯაროვოთ ყველა საკითხი რაც ადამიანებს აწუხებს“,-ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გერნერალურმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა ირმა ინაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც ინაშვილმა აღნიშმა, ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები, რომ ჩატარებულიყო პარალამენტში „პატრიოტთა ალიანსს“ მხოლოდ ექვსი დეპუტატი არ ეყოლებოდა წარმოდგენილი. „ სამწუხაროა, რომ ჩვენ მხოლოდ 6 დეპუტატით ვართ წარმოდგენილი. ქვეყანში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, რომ ჩატარებულიყო, ხმამაღლა ვთქვათ, რომ ეს არჩევნები იდეალური არჩევნებისგან ძალიან შორს იდგა. მაშინ ჩვენ 6 დეპუტატი არ გვეყოლებოდა გაცილებით მეტნი ვიქნებოდით წარმოდგენილი. ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება პარლამენტში. ჩვენ მთავარი ფუნქცია იქნება ვიყოთ ქართველი ხალხის ხმა, გავახმოვანოთ და გავასაჯაროვოთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ადამიანებს სტკივათ და აწუხებთ. მე ვარ 46 წელის, რამდენიმე პარლამენტმა გაიარა ვიდრე მე თვითონ შევედი და გავხდი პარალამენტის წევრი. მე მესმის მხოლოდ, რომ იქნება კანონები, მაგრამ მე ვერ ვხედავ რომ ეს კანონები ეხება ადამიანებს. მე მესმის, რომ მიდის რეფორმები, მაგრამ სამწუხაროდ ის რეფორმებიც არ ეხება ადამიანებს. ამიტომ კანონები, რეფორმები. მაღალფარდოვანი ტერმინები, ყველაფერი უნდა ეხებეოდეს ადამიანების კეთილდღეობას. ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიმუშაოთ საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით. ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი. კომპლექსურად უნდა შეიცვალოს კანონმდებლობა“,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)