|
2016-11-18 14:12:37, 812 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია EBRD-თან თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს
თბილისის მერია ,,ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან" (EBRD) თანამშრომლობის ახალ ეტაპს იწყებს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, „მწვანე ქალაქის“ და ენერგოეფექტურობის მიმართულებით EBRD-მა, საკონსულტაციო გრანტის ფარგლებში ის კომპანიები შეარჩია, რომელთა კონსულტანტებიც თბილისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ორი მიმართულებით იმუშავებენ: 1. მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის შემუშავება - კომპანია „EMPRESS"; 2. მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის ტექნიკურად განხორციელების ანალიზი - კომპანია „ACCIONA INGENIERIA“. პროექტზე და თანამშრომლობის გზებზე სასაუბროდ თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდა. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრას მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და ენერგოეფექტურობის თემაზე მომუშავე საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, შეიქმნება მუნიციპალური შენობებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის მონაცემთა ბაზა, შეირჩევა სარეაბილიტაციო შენობები, რის შემდეგაც განისაზღვრება ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიებები და მეთოდები. დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტი, სწორედ, ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით თბილისის მერია აქტიურ მუშაობას განაგრძობს. მისივე თქმით, ენერგოეფექტურობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს, საპილოტე პროექტის ფარგლებში, თბილისის საჯარო ბაღების ენერგოეფექტურ შენობებად გადაკეთება, რის შედეგადაც გაცილებით ნაკლები რესურსი იხარჯება აღნიშნული ბაგა-ბაღების მოვლა-პატრონობაზე. „მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის განხორციელება აქტუალურია, ერთის მხრივ, საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური გამოყენებისა და, მეორეს მხრივ, გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რადგან მკვეთრად მცირდება გამონაბოლქვის მოცულობა. ამასთან, პროექტი მნიშვნელოვანია ევროკავშირის წინაშე და „მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესასრულებლად, რომლის მიხედვითაც CO2-ის მოცულობა 2020 წლამდე 20%-ით უნდა შემცირდეს. კომპეტენციის ფარგლებში, თბილისის მერიის ყველა სამსახური მზად არის, საკითხზე აქტიურად იმუშაოს", - განაცხადა თბილისის მერმა. შეხვედრაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ შენობებში ენერგოეფექტურობის თემაზე პრეზენტაცია გამართეს. სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ენერგოეფექტური პროექტის განხორციელების მიზნით თბილისის მერიისა და EBRD-ის თანამშრომლობა წარმატებული იქნება.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)