11:03 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 13:01:25, 868 ნახვა

პოლიტიკა
მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომას უხუცესი წევრი რევაზ არველაძე უძღვება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის უხუცეს წევრს რევაზ არველაძეს გადასცა.

საკონონდებლო ორგანოს უხუცესი წევრი სხდომას თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

არველაძემ პარლამენტის წევრებს რეგლამენტით განსაზღვრული დღის წესრიგი  წარუდგინა.

„პატივცემულო კოლეგებო უნდა მოგახსენოთ, რომ აპარატიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომას   141 პარლამენტის წევრი ესწრება.სხდომა უფლება მოსილია შეუდგეს საქმიანობას.  ჩვენ უნდა დავამტკიცოთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო  კომისიის  თავმჯდომარის თამარ ჟვანიას მიერ წინასწარ პარლამენტში გასულ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების შედეგად წარმოდგენელი პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისია  11 წევრის შემადგენლობით და პარლამენტის  სამანდატო დროებითი კომისია  17 წევრის შემადგენლობით.  უნდა მოვუსმინოთ ქალბატონ თამარ ჟვანიას ინფორმაციას პარლამენტის არჩევნების შედეგების შესახებ. შემდეგ გამოვაცხადებთ ერთ საათიან შესვენებას, რათა პარლამენტის ხმის დამთვლელმა კომისიამ  და სამანდატო კომისიამ აირჩიონ თავიანთი თავმჯდომარეები  და მდივნები, ამავე დროს პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ  უნდა შეისწავლოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის  მიერ გადაცემული მასალები.  შესვენების შემდეგ მოვუსმენთ სამანდატო კომისიის თავმჯდომარეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გადაცემული  მასალების შესწავლის  შესახებ. ამის შემდეგ კენჭს ვუყრით პარლამენტის დადგენილებას,  პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების შესახებ, შემდეგ დავდებთ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს, ამის შეგდებ კიდევ დაგვჭირდება ერთი შესვენება, რათა პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ რეგისტრაციაში გაატაროს საპარალამენტო ფრაქციები, უმრავლესობა და უცირესობა. ამის შემდეგ ავირჩევთ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის  მოადგილეებს“,-განაცხადა რევაზ არველაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NYT: OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა აშშ-ის მთავრობის ვებსაიტებს კომპანიას ინფორმირების გარეშე შეუტიეს
ტრამპმა გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტის რუკა, რომელსაც „ტრამპის სრუტე“ უწოდა
სენატორთა ჯგუფმა ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს პუტინის მოწვევა G20-ის სამიტზე
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics