|
2016-11-17 14:59:39, 1012 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ხვალ პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნება
18 ნოემბერს 12:00 საათზე, ქ. ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით, იმართება პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამედიცინო ტურიზმი: პოლიტიკური, სოციალურეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამედიცინო პრობლემები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“. კონფერენცია ტარდება აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზაციული მხარდაჭერით. კონფერენცია ეძღვნება სამედიცინო ტურიზმის განვითარების პრობლემებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის სპეციალისტთა მონაწილეობით. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 28 მოხსენება საქართველოს, აშშ-ის, გერმანიის, თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის სპიკერთა მონაწილეობით. პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია 20 ნოემბერს დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)