01:16 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 14:40:27, 687 ნახვა

საზოგადოება
გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, „ეკონომისტის“ უფროსი რედაქტორი თბილისში ლექციას გამართავს

ჟურნალ „ეკონომისტის“ უფროსი რედაქტორის, ედვარდ ლუკასის, საჯარო ლექცია: რეალპოლიტიკა და ახალი ცივი ომი

18 ნოემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, „ეკონომისტის“, უფროსი რედაქტორი, ედვარდ ლუკასი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „რეალპოლიტიკა და ახალი ცივი ომი“(Realpolitik and the New Cold War).

ღონისძიება „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნითი კონფერენციის ფარგლებში ტარდება.

ედვარდ ლუკასი ჟურნალ „ეკონომისტის“ უფროსი რედაქტორია. მის კვლევით ინტერესებში შედის: ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დაზვერვის, კიბერუსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხები; ცივი ომის დასასრული; „რკინის ფარდის“ გაქრობა; საბჭოთა კავშირის დაშლა და ვლადიმერ პუტინის აღზევება. ედვარდ ლუკასი ორგანიზაციის - Center for EuropeanPolicy Analysis (CEPA) - ვიცე-პრეზიდენტიცაა. მის ცნობილ ნაშრომებს შორისაა: „The New Cold War“ (2008), „Deception“ (2011), „The Snowden Operation“ (2014).

 

ლექციის ენა: ინგლისური.
დრო: 18 ნოემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ (თავისუფლების მოედანი #4)
დასწრება თავისუფალია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics