00:44 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 11:16:20, 767 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეთა მორიგების მაჩვენებელი 5 ათას ერთეულზე მეტს შეადგენს

აღსრულების ეროვნული ბიურო 2016 წლის 9 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.
2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადები სმაჩვენებელმა 5 219 ერთეული შემთხვევა შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, 207 შემთხვევაში არ განხორციელდა იძულებითი გამოსახლება, შესაბამისად, საქმე დასრულდა მორიგებით;

ამავე პერიოდში, გამოცხადებული აუქციონებიდან მორიგების შედეგად შეწყდა 319 აუქციონი და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;

2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ჯარიმის განწილვადება განხორციელდა 3 689 შემთხვევაში;
საანგარიშო პერიოდში, ბიუროს წარმოებაში არსებული ალიმენტის კატეგორიის საქმეებიდან დარეგულირდა 4 228 საქმე.

მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღებისმიზნით.

 2016 წლის9 თვისგანმავლობაში, მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის მენეჯერებისა და სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობით, მორიგებითა და ნებაყოფლობითი აღსრულებით 450 საქმე დასრულდა. 

აღსრულების ეროვნული ბიურო მოწოდებულია, მხარეებს შორის არსებული დავა მორიგებით დასრულდეს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics