|
2016-11-15 13:42:22, 896 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ეპიდემიების მართვის კუთხით, კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „საზოგადოებრივი და გლობალური ჯანდაცვის მიმართულებები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. საქართველო თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტებში და ასეთი კონფერენციების ძირითადი ამოცანა მსოფლიოში ეპიდემიების წარმოშობის შემთხვევაში, მათი დროული პრევენცია, დეტექცია და სწორი რეაგირებაა, იმისთვის რომ ინფექციების გავრცელება თავიდან იყოს აცილებული, ქვეყანას გააჩნდეს სამოქმედო გეგმა და მისი განხორციელების რესურსი გლობალურ საკითხებთან გასამკლავებლად“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ. საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის ყოფილმა თანაშემწემ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ თავდაცვაში ენდრიუ ვებერმა, ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის თანამშრომლობის (CBEP), აშშ-ს საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), CDC -საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ოფისის, ასევე ჯანმო-ს საქართველოს ოფისის, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა (ISTC) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა მიმართეს. კონფერენციის ფარგლებში, მომხსენებლებმა დაავადებებზე რეაგირებისა და მზადყოფნისა შესაძლებლობების გაზრდის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის თანამედროვე მიდგომების დანერგვის, საქართველოში დანერგილი დაავადებათა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების გაცნობისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს სტრატეგიული მიდგომების შესახებ იმსჯელეს. ღონისძიება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით იმართება და მასში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) არაგადამდებ დაავადებათა მიმართულების დირექტორი გაუდენ გალეა, ასევე ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებიდან 150-მდე მონაწილე არის ჩართული. საერთაშორისო კონფერენცია 15-16 ნოემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 20 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი გამოწვევების მიმართ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მზადყოფნას ემსახურება. (NS)
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)