2016-11-14 14:30:13, 747 ნახვა
პოლიტიკა
ლუბომირ ზაურალეკი: ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურებამ შესაძლოა, ჩვენდამი ნდობას პრობლემა შეუქმნას
„გადაწყვეტილი მაქვს საქართველოსა და უკრაინას მხარი დავუჭირო, მათ შეასრულეს ყველა მოთხოვნა და იმსახურებენ ნდობას“,-ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუბომირ ზაორალეკმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოსთვის აღნიშნული პროცესის დაჩქარება მნიშნელოვანია.
„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. ვწუხვარ, რომ მოლაპარაკებების გაჭიანურებამ ეს საკითხი გაართულა. ამან ჩვენდამი ნდობას შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას. საქართველოსთვის ამ პროცესის დაჩქარება მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა ლუბომირ ზაორალეკმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან