|
2016-11-14 13:07:12, 678 ნახვა
საზოგადოება
ნიუ-იორკში ქვევრის ღვინისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე (RAW WINE) ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერლის, ელის ფეირინგის ქართული ღვინის კულტურაზე დაწერილი წიგნის „ღვინის სიყვარულისთვის "მოგზაურობა მსოფლიოს უძველეს ღვინის კულტურაში“ პრეზენტაციაც გაიმართა. უწყების ინფორმაციით, ორდღიან გამოფენას, რომლის ორგანიზატორიც ცნობილი ღვინის ექსპერტი, ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონია (საფრანგეთი), ათასობით ღვინის პროფესიონალი, მოყვარული, რესტორნებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებს ახალი იმპორტიორებისა და პარტნიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქვევრის ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია: „გოცას ღვინოები“, „მეღვინეობა ნიკა“, „ხოხბის ცრემლები“, „ჩვენი ღვინო“, “ორგო“ და „ამირან ვეფხვაძის ღვინო“. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგერნელმა ელენე კიკნაძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გზარდის მიზნით, აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს და გეგმავს მომავალშიც. „ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ტარდება მრავალი მარკეტინგული აქტივობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 6 ქვევრის ღვინის მწარმოებელი კომპანია. ქართულ სტენდს უამრავი ღვინის პროფესიონალი და მოყვარული ესტუმრა, რაც ქართული ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს მოიძიონ ახალი იმპორტიორები" - აღნიშნა ელენე კიკნაძემ. ელის ფეირინგის (Alice Feiring ) წიგნის „ღვინის სიყვარულისთვის: მოგზაურობა მსოფლიოს უძველესი ღვინის კულტურაში“ (My Odyssey through the World’s Most Ancient Wine Culture’) პრეზენტაციამ ღვინის პროფესიონალების დიდი ინტერესი დაიმსახურა. მიმდინარე წლის ზაფხულში ჟურნალ New York Times -ში გამოქვეყნდა ფრაგმენტები აღნიშნული წიგნიდან. ავტორი თავის გამოცემაში აღნიშნავს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და მაღალი ხარისხის “ქარვისფერი” ღვინის შემქმნელი, რომელიც დამსახურებულად ამაყობს 8 ათასწლიანი რთველის ისტორიით. წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ალის ფეირინგმა მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. მაგალითად იაპონელებს, რომლებიც აქ ღვინის კულტურის გასაცნობად ჩამოვიდნენ, თუმცა ყველაზე საინტერესო კითხვა იყო, თუ რას ვფიქრობდი ქართული ღვინის შესახებ. ქართულ ღვინოში დიდი სულიერებაა, მე ვფიქრობ ღვინო ქართველების სიამაყეა, ქართველებს დიდი რწმენა აქვთ, უფლის რწმენა, ყურძნის რწმენა, ღვინის რწმენა და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ქართული ღვინო ქართული სულის გამოძახილია. ძალიან მესიამოვნა, რომ ეს კითხვა დამისვეს და მომეცა შესაძლებლობა მესაუბრა ქართულ ღვინოზე” - აღნიშნა ფეირინგმა., რომელიც საქართველოს მიმდინარე წლის გაზაფხულზე სტუმრობდა. გამოფენა RAW WINE-ს სხვადასხვა ქვეყნიდან ასზე მეტი ღვინის მწარმოებელი და რამდენიმე ათასი სტუმარი დაესწრო. აღნიშნული გამოფენა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც ბუნებრივი, მაღალი ხარისხის და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 235 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. (NS)
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)