02:04 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-14 10:03:56, 1698 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს გლობალური მეწარმეობის კვირეულს გახსნის

დღეს, 10:00 საათზე, ტექნოპარკში ( ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) გლობალური მეწარმეობის კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. 

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, ქართული სტარტაპები, სხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 
გახსნის ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვა საქართველოს ინოვაციებისა დატექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ მოისმინონ სტარტაპების წარმატების ისტორიები, გაეცნონ მათი განვითარების საფეხურებს, სირთულეებს, პრობლემებსა და ხელშეწყობის ინსტრუმენტებს.
 სტარტაპებს შორის იქნებიან საინვესტიციო პროგრამა ,,სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული გუნდები,რომლებიც თავიანთ პროექტებს დამსწრე საზოგადოებას წარუდგენენ.

მეწარმეობის კვირეულის გახსნის ღონისძიების მეორე ეტაპი პანელურ დისკუსიას დაეთმობა, რომლის თემა სახალხო დაფინანსება (ქრაუდ ფანდინგი) იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics