14:15 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 17:13:44, 2163 ნახვა

ეკონომიკა მსოფლიო
გიორგი კეპულაძე: ამერიკა არ არის ის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის არჩევით შეიძლება ეკონომიკას პრობლემები შეექმნას

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" თავმჯდომარის გიორგი კეპულაძის განცხადებით, ამერიკა არ არის ის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის არჩევით შეიძლება ეკონომიკა ძირეულად შეიცვალოს და მას პრობლემები შეექმნას.

როგორც კეპულაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ფინანსურ ბაზრებზე დოლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. მისივე განმარტებით,   გამყარების, ან გაუფასურების  კუთხით მკვეთრი მერყეობა  უჩველო არაა, რადგან ის პოსტსაარჩევნო პერიოდს ახასიათებს.

ამასთან, კეპულაძის თქმით,   საერთაშორისო ბაზრებზე და ბირჟებზე მიმდინარე მოვლენები საქართველოზე ცოტა გვიან და ირიბ ზეგავლენას ახდენს:

„ რადგან ჩვენ არ ვართ საერთაშორისო ბაზრის დიდი მონაწილე. ზოგადად, დოლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. ის იყო პოსტსაარჩევნო შოკური რეაქცია, რაც ახასიათებს ბირჟებს, თუმცა მე პერსპექტივაში განსაკუთრებულ გაიაფებას დოლარის და შემდეგ ამის გამო ლარის გამყარებას არ ველი, რადგან ამერიკა არ არის ის ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის არჩევით შეიძლება ეკონომიკა ძირეულად შეიცვალოს და მას პრობლემები შეექმნას. თუმცა, რაღაც პრობლემები იქნება, განსაკუთრებით აშშ-ის  მეზობელ ქვეყნებთან, რომელთან დაკავშირებითაც მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა ტრამპი. ეკონომიკური თვალსაზრისით, ვფიქრობ, ეს იყო პირველადი შოკი და განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები, მითუმეტეს საქართველოზე. ზოგადად პოსტსაარჩევნო პერიოდს ახასიათებს მკვეთრი მერყეობა- გამყარების, ან გაუფასურების კუთხით. ამჯერად სახეზეა გაუფასურება, რადგან არჩევნების შედეგი ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა“,-განუცხადა გიორგი კეპულაძემ „ექსპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა უკვე ამომრჩეველთა კოლეგიის 290 ხმა დააგროვა, ჰილარი კლინტონს კი 218 ხმა აქვს. ცნობისთვის, გამარჯვებისთვის 270 ხმის მიღება იყო საჭირო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მიიღე ფულადი გზავნილი და მოიგე 10 000 ლარი - საქართველოს ბანკის ახალი გათამაშება დაიწყო
ბათუმში სამი დღეა კრასნოიარსკიდან ჩამოსული რუსი ინჟინრის ძებნა მიმდინარეობს
დვალიშვილზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა ჯარიმით შეუცვალეს
ილია თოფურია - ყველაზე საშინელი საცობები, რაც მსოფლიოში მინახავს თბილისშია, -რასაც აუცილებლად შევცვლიდი, მე პირადად, არის საცობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics