|
2015-03-20 15:11:51, 390 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია რუსთაველის გამზირის ნაცვლად, თავისუფლების მოედანზე გაიმართება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია ხვალ, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონიმიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხვალ, 21 მარტს ჩვენ ვმართავთ თბილისში საპროტესტო აქციას, რომლის მთავარი მოწოდებაც არის გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა სრული შემადგენლობით. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იმდენად დიდი არის სურვილი აქციაზე მომსვლელების, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქციის დისლოკაცია შევცვალოთ და ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, აქცია გაიმართება თავისუფლების მოედანზე“, - განაცხადა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, აქციის დაწყებამდე ორი დიდი შეკრება იქნება - ერთი ვარდების მოედანზე, ხოლო მეორე ე.წ. კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა მოეწყობა. ჯაფარიძის ინფორმაციით, აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის დაიწყება და სწორედ იქ შედგება აქციის ძირითადი ნაწილი, ე.წ. მიტინგი. „ვენ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც თვლის რომ ის არის მოტყუებული ამ ხელისუფლების მიერ, ვინც თვლის რომ არის შეურაწყოფილი ამ ხელისუფლების უტიფარი განცხადებებით, ვინც თვლის რომ ეს ხელისუფლება არის უნიათო და უნდა გადადგეს, მოვიდეს 21 მარტს 16:00 საათზე თავისუფლების მოედანზე და ერთად მოვითხოვოთ რომ გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)