17:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 14:01:28, 1533 ნახვა

ეკონომიკა
აჭარაში სერვისის კვლევა მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მომხმარებელთა კმაყოფილების დონისა და მომსახურების ხარისხის კვლევას აგრძელებს. კვლევის მიხედვით,  რეგიონში განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, ტურისტული მარშრუტების, ტურისტული ატრაქციების, ახალი ტურისტული პროდუქტების, გიდისა და სოფლად არსებული საოჯახო სახლების სერვისის შეფასება მიმდინარეობს. 

"კვლევისას დაფიქსირებული შედეგები დაეხმარება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს რეგიონში ტურისტული მომსახურების ხარისხის განსაზღვრასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვაში. კვლევისას გამოკვეთილ ტურიზმის სექტორის წარმატებულ ობიექტებს დეპარტამენტი წლის ბოლოს წარადგენს ტურიზმის რეგიონულ ფორუმზე „მაგნოლია 2016“. 

ობიექტების შეფასებისას მთავარი პროცენტული მაჩვენებელი უჭირავს სამენოვან ონლაინ გამოკითხვას, რომელის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს აჭარაში არსებულ ტურისტულ ობიექტებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება პირველ დეკემბრამდე დააფიქსიროს. კითხვარი განთავსებულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ გვერდსა  Gobatumi.com  (goo.gl/ZxiiD2) და facebook გვერდზე visitbatumi.  გარდა ამისა, კითხვარის ბეჭდური ვერსია გადანაწილებულია რეგიონში არსებულ ყველა ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში, სადაც მომხმარებლების უმრავლესობა უცხოელი ტურისტია. 

ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების შეფასებისას ონლაინ გამოკითხვას ემატება ტურისტული სააგენტოების, სექტორში მოქმედი კერძო კომპანიების გამოკითხვები და სოციალური მედიაში (booking.com, tripadvisor, facebook) გავრცელებული შეფასებები. ტურისტული სააგენტოს შეფასებისას კი სასტუმროების, რესტორნებისა და სატრანსპორტო კომპანიების გამოკითხვა",-ნათქვამია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ონლაინ კვლევის პრეზენტაციას 9 ნოემბერს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურიზმის რეგიონული საბჭოს წევრები დაესწრნენ. საბჭოს შემადგენლობაში შედის რეგიონში მოქმედი ტურისტული ობიექტებისა და კომპანიების წარმომადგენლები. 

კითხვარის შევსება შესაძლებელია არსებულ ბმულზე -  goo.gl/ZxiiD2.  

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics