|
2015-03-20 14:55:28, 489 ნახვა
პოლიტიკა
სასჯელაღსრულების სამინისტრომ კრიმინალური მენტალიტეტის პრევენციის კამპანია დაიწყო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ კრიმინალური მენტალიტეტის პრევენციის კამპანია დაიწყო. კამპანიის მიზანი დანაშაულის პრევენციაა, რომლის ფარგლებში მინისტრი ახალგაზრდობას მოუთხრობს სასჯელაღსრულების დაწესებულებებზე და კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილ პირებზე, თუ რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ საზოგადოება კრიმინალური მენტალიტის მავნე გავლენებისგან დაიცვას. მინისტრის თქმით, ის კრიმინალურ სუბკულტურას ახალგაზრდობიდანვე ებრძოდა და მისი პროფესიული არჩევანიც ამან განაპირობა. „იურისპრუდენციას სწორედ ამ კედლებში ვეზიარე და ამიტომ ახალგაზრდებთან შეხვედრები, მოცემული კამპანის ფარგლებში, რომელსაც სისტემატიური ხასიათი ექნება, სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დავიწყე“,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სტუდენტებს სამინისტროში დაგეგმილი რეფორმის შესახებ ესაუბრა, რომელიც პენიტენციური სისტემის ძირეულ გარდაქმნას, თანამშრომელთა სოციალური, სამართლებრივი და უსაფრთხოების გარანტიების გაზრდას ემსახურება. მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრის მონაწილე სტუდენტებში სასჯელაღსრულების სისტემის მომავალ თანამშრომლებს ხედავს. „სამინისტრო გახსნილია ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, იმისათვის, რომ სასწავლებელში მიღებული ცოდნა ჩვენს სისტემაში გააღრმავონ და შექმნან პენიტენციური სისტემის ახალი, პროგრესულად მოაზროვნე და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული თაობა“, - განაცხადა მღებრიშვილი. შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ესწრებოდნენ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა, მოწვეული სტუმრები, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და ყოფილი სტუდენტები, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმდნენ.
Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში - მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
რა იცვლება დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში
81 ათასი ოჯახი ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის - შემოსავლების სამსახურის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)