|
2016-11-09 10:49:23, 698 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ბრიუსელს ეწვია
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური დელეგაცია ბრიუსელს ეწვია. 8 ნოემბერს სასულიერო პირებმა შეხვედრები ნატოს სათაო ოფისში გამართეს. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ, სინოდის წევრებმა, სასულიერო პირებმა და საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა და მნიშვნელობაზე იმსჯელეს. „პატრიარქი ამ ვიზიტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ამ დელეგაციაში ძალიან მაღალი რანგის სასულიერო პირები არიან წარმოდგენილი. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ასეთი თბილი შეხვედრა, რომელიც მოგვიწყვეს. საკმაოდ ფართო და დიდი ინფორმაცია მოგვაწოდეს საქართველოსა და ნატოს ურთოერთობასთან დაკავშირებით. ხვალ კი, ალბათ მივიღებთ უფრო მეტ ინფორმაციას სხვა ევროპული სტრუქტურებიდან,“ - განაცხადა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, საქართველოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე თეოდორემ. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ალიანსის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებთან, ასევე, ეწვივნენ საქართველოს მისიას ნატოში. ალიანსში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ სტუმრებთან ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზეისაუბრა. ვიზიტი პროექტის „საქართველო და ევროკავშირი“ ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ სასულიერო პირების ინფორმირება და ჩართულობის გაზრდაა. დელეგაცია ბრიუსელს 7 ნოემბერს ეწვია, ვიზიტი 11 ნოემბერს დასრულდება. პროექტს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)