|
2016-11-07 16:49:03, 694 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობა ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას ახალ იმპულსს შესძენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის პაოლო ჯენტილონის ვიზიტი საქართველოში იტალიის მთავრობის მხრიდან მკაფიო მხარდაჭერის გამოხატულებაა. „ამ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ იტალიის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად. დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივ ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მზარდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ასევე, რეგიონულ და გლობალურ პროცესებზე. დღეს, მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე; მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, საქართველო თანმიმდევრულად და უწყვეტად აგრძელებს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რაცქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე განმარტებით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობასა და საქართველოში მეტი იტალიური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე. „მეტად დინამიურია საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ამ მიმართულებით არაერთი წარმატებული პროექტის მომსწრენი გავხდებით. დასასრულს, კიდევ ერთხელ გამოვხატავ კმაყოფილებას იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის პაოლო ჯენტილონის ვიზიტთან დაკავშირებით. მინდა გამოვთქვა კმაყოფილება, რომ ჩვენ განვიხილეთ ჩემი იტალიაში მომავალი ვიზიტის საკითხები და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი, რომელიც შედგება იანვარში, იქნება ახალი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დასაწყისი. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მზარდი ურთიერთობები ამ ვიზიტის შემდგომ შეიძენს ახალ დინამიკას და ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვუყურებთ მომავალს“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)