|
2016-11-04 13:16:22, 755 ნახვა
საზოგადოება
სახალხო დამცველი და „პროფკავშირები“ მინიმალური ხელფასის დეფინიციის განსაზღვრას ითხოვენ
სახალხო დამცველის აპარატმა და პროფკავშირების გაერთიანებამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საარსებო მინიმუმისა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული რეგულაციები შეამოწმეს და ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს. ომბუდსმენმა დღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ეკონომიკის ექსპერტებს, თბილისის საკრებულოს, დიპლომატიური მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში, მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმების შესახებ კვლევა წარუდგინა. როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, მოქმედი შრომის კოდექსი მინიმალური ხელფასის ოდენობას არ ითვალისწინებს. სახლახო დამცველის აპარატის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულებით მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარს შეადგენს, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზრაურების მინიმალურ ოდენობად დადგენილია 135 ლარი. ორივე შემთხვევაში მინიმალური ხელფასის ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმზე დაბალია. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის მარტის მონაცემებით საქართველოში 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს 25 001 ადამიანს, საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი 62 681-ს, ხოლო ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალი კი 130 282 ადამიანს, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოში დასაქმებული პირები საკუთარი ხელფასით საარსებოდ მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ. სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შემუშავებულ იქნა შემდეგი რეკომენდაციები: საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის 1970 წლის 131-ე კონვენციის რატიფიცირება, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და გაჩნდეს მინიმალური ხელფასის დეფინიცია, მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვროს როგორც საათობრივი, ასევე ყოველთვიური სახით, რათა არ მოხდეს არასრულ განაკვეთიანი სამუშაო ადგილების შემცირება. ამასთან, რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ყოველწლიურად გადახედვის მექანიზმი. მინიმალური ხელფასის ყოველწლიურად გადახედვის ვალდებულება დაეკისროს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს და პრემიერ-მინისტრს წარუდგენს, პრემიერ-მინისტრი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ვალდებული იქნება დაადგინოს მინიმალური ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად. მინიმალური ხელფასის ანაზღაურებაზე კონტროლი უნდა განახორციელოს შრომის ინსპექციამ, რომელსაც უნდა გააჩნდეს ბერკეტი, გამოავლინოს დარღვევა და დამრღვევის მიმართ კონკრეტული სანქციები გამოიყენოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)